კომპანიის შესახებ

უძრავი ქონების მართვისა და საკონსულტაციო კომპანია ბონუსი, დაარსდა 2006 წელს ქალაქ თბილისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას, დეველოპერთათვის სამშენებლო პროექტების მომზადება წარმოადგენს.

მეგობარი კომპანიები

ბონუსის პარტნიორები არიან ისეთი ძლიერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, როგორიცაა : აქსისი, არქი ჯგუფი, m², დომუსი და ა.შ.

განახლებული თბილისი

ბონუსი წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, რომელიც 2008 წლიდან დაკავდა პროექტ “განახლებული თბილისით”, რაც ითვალისწინებს ხრუშოვკებისა და ე.წ იტალიური ეზოების გაუმჯობესებას. ძირითადი აქცენტი კეთდება ავარიული შენობების დანგრევასა და მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე.

როგორ გაჩნდა საბჭოთა ეპოქაში ხრუშოვკა

თბილისის ურბანულ სახეს დიდწილად საბჭოთა არქიტექტურა განსაზღვრავს. გასული საუკუნის 50-იან წლებში ქალაქს ახალი უბნები დაემატა და მათი განაშენიანება საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. არქიტექტორებს უნდა შეემუშავებინათ პროექტი, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში დამთავრდებოდა და ამავდროულად იქნებოდა დაბალბიუჯეტიანი. სწორედ ამ პერიოდში ჩაისახა საცხოვრისების ექსპერიმენტალური პროექტი, რომელსაც ხრუშოვკა ეწოდა, რაც წარმოადგენს ქარხანაში დამზადებული პანელებით აწყობილ კორპუსებს.

 

ხრუშოვკები თავიდანვე განხილვის საგანი გახდა და მოსახლეობაში ვერც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. ამის მიზეზი მშენებლობის დაბალი ხარისხი და ფასადების უსახურობა იყო.

ხრუშოვკის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არქიტექტორ ნატან ოსტერმანს, რომელმაც შეიმუშავა შვიდ სართულიანი უკარკასო პანელური სახლის პროექტი. ამის შემდეგ იყო ინჟინერ ლაგუტენკოს ხუთსართულიანი სახლის მოდელი – K7, რომლის საცხოვრებელი ფართი მინიმუმამდე იყო დაყვანილი და შენდებოდა დაახლოებით 12 სამუშაო დღეში.

მთავარ იდეას წარმოადგენდა ის რომ საბჭოთა მოქალაქეებს უნდა ეცხოვრათ ერთნაირ სახლებში, რომელიც მოკლებული იქნებოდა ფუფუნებას. ხრუშოვკები გარდა ფართის სიმცირისა, ცნობილია მისი დაბალი ჭერითა და პატარა სამზარეულოებით. თავდაპირველად ბინებს არ ჰქონდა ლიფტი და აივნებიც იშვიათობას წარმოადგენდა, რაც ბინაში ჰაერის მოძრაობის პრობლემას ქმნიდა.

აღსანიშნავია ის გარემოება რომ ხრუშოვკები იგებოდა დროის განსაზღვრული ვადით. გამოთვლებით, 25 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ ბინების სრული დემონტაჟი. სამწუხაროდ დიდი ხანია ამ პროექტს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.

ხროშოვკათა მდგომარეობა 90-იანი წლებიდან კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან დაიწყო აქტიური მიშენებების პროცესი. უნდა ითქვას ისიც რომ ესთეტიკის გარდა ავარიულობის პრობლემაც გაჩნდა.

კომპანია ბონუსი უკვე 10 წელია აქტიურადაა ჩართული პროექტში – “განახლებული თბილისი” , რაც გულისხმობს ე.წ იტალიური ეზოებისა და ხრუშოვკების გაუმჯობესებას.

 

Latest News

WHAT WE OFFER

ჩვენი სერვისებია

1

აზომვით სამუშაოები: ბინის შიდა აზომვა, აზომვითი ნახაზის
შექმნა, არქიტექტურული ნახაზი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის შექმნა.
ფოტომონტაჟი და ა.შ. კომპანია იყენებს თანამედროვე აპარატურას, რომელიც
საშუალებას იძლევა მივიღოთ ზუსტი მონაცემები.

2

კორპუსის ავარიულობის შემოწმებას. ბონუსი ზრუნავს მოსახლეობის
უსაფრთხოებაზე და ამოწმებს საცხოვრებლის ავარიულობას.

3

რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კომპანია ეხმარება მოსახლეობას საბუთების
მოძიებასა და კონსულტაციაში, რათა მათ გაიარონ ბინის რეგისტრაცია. ასევე
წარმოადგენს შუამავალს მერიასა და მობინადრეს შორის.

4

უძრავი ქონების შეფასება:
კომპანია ბონუსი აკეთებს პროექტებს სამშენებლო-დეველოპერული
კომპანიებისთვის და თანამშრომლობს მათთან.